უცხოელი მათემატიკოსები
აბელი
ნილს ჰენრიკ
აბელი ნილს ჰენრიკ (1802-1829), ნორვეგიელი მათემატიკოსი. მისმა შრომებმა დიდი გავლენა იქონია მათემატიკის განვითარებაზე.მათ საფუძველზე შეიქმნა ახალი მათემატიკური დისციპლინები: გალუას თეორია, ალგებრული ფუნქციების თეორია; ხელი შეუწყვეს კომპლექსური ცვლადის ფუნქციათა თეორიის საყოველთაო აღიარებას. აბელმა დაამტკიცა 4-ზე მაღალი ხარისხის ზოგადი ალგებრული განტოლების ამოუხსნადობა რადიკალებში. შეისწავლა ინტეგრალები ალგებრული ფუნქციებიდან-აბელის ინტეგრალები (1827).აბელი არის ელიფსური ფუნქციების თეორიის ერთ-ერთი შემქმნელი; იკვლევდა ბინომური მწკრივების კრებადობის არეს ცვლადთა კომპლექსური მნიშვნელობებისათვის (1826). მისმა შრომებმა დიდი კვალი დატოვეს ფუნქციონალურ განტოლებათა თეორიასა და რიცხვთა თეორიაში. ცნობილია აბელის უტოლობა, აბელის განტოლება, აბელის პრობლემა, აბელის ჯგუფი, აბელის თეორემები.
გალუა ევარისტ
გალუა ევარისტ (1811-1832), ფრანგი მათემატიკოსი; მისმა შრომებმა, რომლებიც ძალიან შეკუმშულად და მისი თანამედროვეებისათვის ძნელად გასაგებად არის დაწერილი, საფუძველი ჩაუყარა თანამედროვე ალგებრას; მისი ძირითადი დამსახურებაა ალგებრულ განტოლებათა რადიკალებში ამოხსნადობასთან დაკავშირებული იდეების ჩამოყალიბება. მან შემოიღო ალგებრის ისეთი მნიშვნელოვანი ცნებები, როგორიცაა ჯგუფი, ველი და ა.შ. არსებითად გალუას მიერაა აგებული სასრულ ველთა თეორია.
ლეონარდ ეილერი
ეილერი ლეონარდ (1707-1783), მათემატიკოსი, მექანიკოსი, ფიზიკოსი და ასტრონომი. წარმოშობით შვეიცარიელი; მუშაობდა რუსეთში და გერმანიაში. მის სამეცნიერო მოღვაწეობის სფეროს მიეკუთვნება ბუნებისმეტყველების ყველა დარგი, სადაც კი შეიძლება მათემატიკური მეთოდების გამოყენება. იგი ავტორია 800-ზე მეტი ნაშრომისა მათემატიკურ ანალიზში, რიცხვთა თეორიაში, დიფერენციალურ გეომეტრიაში, მათემატიკურ ფიზიკაში, ცის მექანიკაში და სხვ. მან განავითარა მოძღვრება, როგორც ნამდვილი ასევე კომპლექსური ცვლადის ფუნქციების შესახებ; ეილერის შრომებმა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა მეცნიერების განვითარებაზე.
ეილერი იყო ის მეცნიერი, რომლის წყალობითაც სიჩქარემ განსაზღვრა მიიღო; ეილერმა პირველმა მიუთითა, რომ სიჩქარე განიზომება გზის შეფარდებით დროსთან; ეს მატივი განსაზღვრება მექანიკის დარგში მოღვაწე ყველა მეცნიერმა ერთხმად მიიღო. ამით გზა გაიხსნა ფორმულების სამყაროში.
ეილერმა შეძლო ნიუტონის კლასიკური მექანიკა გაცილებით უფრო კომპაქტური და სისტემატიზირებული სახით გადმოეცა, ვიდრე ეს თვით ნიუტონს ჰქონდა.
ეილერს მნიშვნელოვანი მიღწევები ჰქონდა კომბინატორიკის თეორიაში. დანიელ ბერნულთან ერთად ეილერი არის სითხისა და გაზის მექანიკის შემქმნელი.
ვიეტი ფრანსუა
ვიეტი ფრანსუა (1540-1603)ფრანგი მათემატიკოსი. დაამუშავა თითქმის მთელი ელემენტარული ალგებრა; შემოიღო სიმბოლური ასოითი აღნიშვნები ალგებრაში და ააგო პირველი ასოითი აღრიცხვა(1590); მიუთითა განტოლების ფესვებსა და კოეფიციენტებს შორის დამოკიდებულებაზე; მანამდის მათემატიკაში არ იხმარებოდა ფორმულები.
აბუ კამილი (850-930წწ)
არაბი მათემატიკოსი ეგვიპტიდან; განავითარა ალ-ხორეზმის კვადრატული განტოლებების თეორია, დიოფანტეს მოძღვრება განუსაზღვრელ განტოლებებზე; ავტორია ტრაქტატისა-,,წიგნი ალჯაბრისა და ალ-მუკაბალის შესახებ"; ამოხსნა გეომეტრიული ამოცანები ალგებრული მეთოდებით.
აბუ-ლ-ვეფა მუჰამედ იბნ მუჰამედ ( 940-998)
სპარსელი ასტრონომი და მათემატიკოსი, დიოფანტეს ,,არითმეტიკის" კომენტატორი; დაწვრილებით განიხილა წილადების თეორია, იკვლევდა ძირითადი გეომეტრიულ აგებებს ფარგლითა და სახაზავით.
ადამარი ჟაკ (1865-1963)
ფრანგი მათემატიკოსი. მისი ძირითადი შრომები განეკუთვნება კერძოწარმოებულებიან დიფერენციალურ განტოლებათა თეორიას, კომპლექსური ცვლადის ფუნქციათა თეორიას, რიცხვთა თეორიას, აგრეთვე მექანიკას. მუშაობდა მათემატიკის სწავლების მეთოდიკის საკითხებზე. შეადგინა გეომეტრიის სახელმძღვანელო.
ალ-ბათანი (850-929)
არაბი მათემატიკოსი. განავითარა მეცნიერება ტრიგონომეტრიული ფუნქციების შესახებ-სინუსი, კოსინუსი, კოტანგესი. დაადგინა, რომ მართკუთხა სამკუთხედში მახვილი კუთხე შეიძლება განისაზღვროს ერთი კათეტის მეორესთან შეფარდებით. დაადგინა ტრიგონომეტრიული დამოკიდებულება, რომელიც არსებითად კოსინუსების თეორემას წარმოადგენს.
ალექსანდროვი პაველ (1896-1982).
რუსი მათემატიკოსი. სამეცნიერო მოღვაწეობა დაიწყო სიმრავლეთა თეორიასა და ფუნქციათა თეორიაში, განაგრძო ტოპოლოგიაში და შექმნა საბჭოთა ტოპოლოგიური სკოლა (მისი მოწაფეები იყვნენ ლ.პონტრიაგინი, ა.ტიხონოვი, გ.ჭოღოშვილი). პ.ს. ურისონთან ერთად შექმნა და განავითარა კომპაქტურ და ბიკომპაქტურ სივრცეთა თეორია. ტოპოლოგიაში შემოიტანა ფუნდამენტური ცნებები და კონსტრუქციები. შექმნა ჰომოლოგიური განზომილების თეორია.
ალ-კაში ჯემშიდ იბნ მასუდი (?-1425)
შუააზიელი მათემატიკოსი და ასტრონომი. ავტორია შრომებისა: ,,არითმეტიკის გასაღები", ,,ტრაქტატი წრეწირის შესახებ", ,,ტრაქტატი ქორდისა და სინუსის შესახებ", შემოიღო ნებისმიერი ხარისხის ფესვის ამოღების წესი მთელი რიცხვებიდან: შეადგინა ბინომური კოეფიციენტების ცხრილი; შემოიღო ათწილადები, რის შედეგადაც ათობითი პოზიციური სისტემა ნებისმიერ ნამდვილ რიცხვთა ჩასაწერად გავრცელდა.
ალ-ხორეზმი მუჰამედ ბენ მუსა (787-850)
შუააზიელი მათემატიკოსი მეცნიერი: ავტორია შრომებისა არითმეტიკაში , ალგებრაში, ასტრონომიაში, გეოგრაფიაში; წიგნში ,,ინდური თვლის შესახებ" შემოიღო ათობითი პოზიციური ნუმერაცია და ინდური ციფრები; სისტემაში მოიყვანა არითმეტიკა და ალგებრა; ამოხსნა ზოგიერთი კვადრატული განტოლება.
აპელი პაულ(1855-1930)
ფრანგი მათემატიკოსი და მექანიკოსი. ძირითადი შრომები აქვს მექანიკაში, გეომეტრიაში, ანალიზურ ფუნქციათა თეორიაში-ცნობილია აპელის მრავალწევრები (1880). ავტორია ფუნდამენტური სახელმძღვანელოებისა მექანიკაში, ელიფსურ, ალგებრულ და ჰიპერბოლურ ფუნქციათა თეორიაში.
აპოლონ პერგელი (აპოლონიოს პერგასელი) (ძვ.წ. 260-170)
ძველი საბერძნეთის მათემატიკოსი და ასტრონომი; მისი მთავარი ნაშრომია ,,კონუსური კვეთები" ( რვა წიგნად); ჩვენამდე მოაღწია პირველი ოთხი წიგნის ბერძნულმა დედანმა და შემდეგი სამი წიგნის არაბულმა თარგმანმა, ხოლო მერვე წიგნი დაკარგულია. მან განავითარა როგორც ანალიზური ისე გეგმილური გეომეტრიის მეთოდები: სისტემურად და ყოველმხრივ გამოიკვლია კონუსური კვეთები; მისმა ნაშრომებმა დიდი გავლენა მოახდინა გეომეტრიის , ასტრონომიის , ოპტიკისა და მექანიკის შემდგომ განვითარებაზე: ამ ნაშრომებს ეყრდნობოდნენ რ.დეკარტი და პ.ფერმა, ბ. პასკალი და ჟ.დეზარგი, გ.გალილეი და ი.ნიუტონი.
არგანი ჟან რობერტ (1768-1822)
შვეიცარიელი მათემატიკოსი. მოგვცა კომპლექსური რიცხვის გეომეტრიული ინტერპრეტაცია სიბრტყეზე (1806). შემოიღო ტერმინი ,,კომპლექსური რიცხვის მოდული" (1814-1815)
არიაბჰატა (476-550)
ინდოეთის მათემატიკოსი და ასტრონომი: დაწერა ასტრონომიული ტრაქტატი ,,არიაბხატია", სადაც გადმოცემულია ასტრონომიული გამოკვლევებისათვის საჭირო ცნობები მათემატიკიდან; შეისწავლიდა ამოცანებს კვადრატულ განტოლებებზე, პროპორციულ სიდიდეებზე, კვადრატული და კუბური ფესვების მიახლოებითი გამოთვლის წესებს. არიაბხატა სარგებლობდა ციფრების აღნიშვნის საკუთარი სისტემით; მოძებნა მიახლოებითი მნიშვნელობა pi რიცხვისა მიახლოებით 3,1416
არისტოტელე (ძვ.წ. 384-322 წწ.)
ძველი ბერძენი მოაზროვნე, ფილოსოფოსი და მეცნიერ-ენციკლოპედისტი. სწავლობდა პლატონის მიერ დაარსებულ ათენის აკადემიაში, მსოფლიოში პირველ ფილოსოფიურ სკოლაში. ათენი იყო საბერძნეთისა და ხმელთაშუა ზღვის მთელი ჩრდილოეთის სამეცნიერო და კულტურული ცენტრი. ათენის განაპირას გაშენებულ აპოლონ ლიკეისადმი მიძღვნილ ჭალაში არისტოტელემ ჩამოაყალიბა თავისი ფილოსოფიური სკოლა, რომელსაც უწოდა ლიკეი, ძვ.წ. 343-335 წლებში არისტოტელე იყო გამოჩენილი მხედარმთავრის ალექსანდრე მაკედონელის აღმზრდელი. არისტოტელეს შრომები მოიცავენ იმ დროის ცოდნის თითქმის ყველა სფეროს; აწარმოებდა ლოგიკის საკითხების პირველ სისტემატურ კვლევას; იკვლევდა მათემატიკის საფუძვლებს; მან პირველმა გამოიყენა სახელწოდება ,,პითაგორელები"-პითაგორას სკოლის მოწაფეებისადმი; მან პირველმა შემოიღო სივრცითი გეომეტრიისათვის სახელწოდება -სტერეომეტრია; არისტოტელე თვლიდა, რომ სფერული ფორმა, როგორც ყველაზე სრულყოფილი, დამახასიათებელია ციური სხეულებისათვის (მზე, დედამიწა,მთვარე და სხვ.) და მოძრაობენ სრულყოფილ მრუდზე-წრეწირზე; არისტოტელეს შრომებში განმარტებულია განსაზღვრებების, აქსიომებისა და დამტკიცებების მეცნიერული არსი.
არისტოტელე იყო შემეცნების ახალი სისტემის შემქმნელი, რომელიც პირველად ეყრდნობოდა არა მარტო აზროვნებას, არამედ გამოცდილებასაც; მან შეიმუშავა მეცნიერული აზროვნების წესები და მისი კატეგორიები, კვლევისა და დამტკიცების მეთოდები. მან უდიდესი გავლენა მოახდინა სამეცნიერო და ფილოსოფიური აზრისშემდგომ განვითარებაზე. მრავალი საუკუნის მანძილზე მისი ნაშრომები იყო თეორიული აზრის და მეცნიერული ცოდნის მნიშვნელოვანი წყარო. ფილოსოფოსმა მოიცვა იმ დროისათვის კაცობრიობის მიერ დაგროვილი ყველანაირი ცოდნა და სისტემაში მოიყვანა იგი მრავალ ახალ მეცნიერებად. არისტოტელემ იმ დროის ფილოსოფიური ცოდნა დაყო პრაქტიკულ და თეორიულ ცოდნად. ტავის შრომებში არისტოტელე იხილავდა ბუნებისმეტყველებისა და კულტურის სრულიად სხვადასხვა საკითხებს: პოლიტიკიდან მედიცინამდე, მეტეოროლოგიიდან ფიზიკისა და მექანიკის მნიშვნელოვან საკითხებამდე.
არისტოტელე მსოფლიო მეცნიერებისა და კულტურის ისტორიაში შევიდა, როგორც ყველაზე უნივერსალური მოაზროვნე. არისტოტელე იყო შემეცნების ახალი სისტემის შემქმნელი, რომელიც პირველად ეყრდნობოდა არა მარტო აზროვნებას, არამედ გამოცდილებასაც; მან შეიმუშავა მეცნიერული აზროვნების წესები და მისი კატეგორიები, კვლევისა და დამტკიცების მეთოდები.
არისტოტელესათვის სივრცე-უწყვეტი განფენილობის სიდიდეა, ხოლო დრო-უწყვეტია თანმიმდევრობით. იგი აღიარებდა დედამიწის ცენტრულ მდებარეობას და უძრავ მდგომარეობას. მისი წარმოდგენა მთლიან სამყაროზე გეოცენტრულია.
არისტოტელეს ლექციებში პირველად გაჩნდა ცნება ,,დინამიკ" -,,ძალა". ამჟამად, მექანიკის დარგს, რომელიც შეისწავლის სხეულის მოძრაობას ძალის მოქმედების გათვალისწინებით, ეწოდება დინამიკა.
არისტოტელემ შემოიღო ტერმინი ,,ფიზიკა" -მეცნიერება ბუნების შესახებ. მანვე საფუძველი ჩაუყარა ამ მეცნიერებას.
არისტოტელეს ფიზიკას შეიძლება ვუწოდოთ გეოცენტრულობის ფიზიკა, რადგანაც დედამიწის უძრაობის შემთხვევაშია იგი სრულიად თანმიმდევრული და ლამაზი.
არისტოტელე ამტკიცებდა, რომ ჰაერს გააჩნია წონა. არისტოტელემ გამოიგონა მეცნიერული შემოქმედების ჟანრი-ტრაქტატი. არისტოტელემდე ფილოსოფიური ნაწარმოების ტრადიციული ფორმა იყო პოემა ან დიალოგი. არისტოტელე კი დასაწყისშივე სვამს პრობლემას, რის შესახებაც აპირებს ლაპარაკს, შემდეგ , მისი განხილვის დაწყებისას იხილავს თავის წინამორბედების და თანამედროვეების აზრს მოცემულ თემაზე, მათ ღირსებასა და ნაკლოვანებებს უკეთებს საფუძვლიან ანალიზს, აკეთებს ლიტერატურულ მიმოხილვას და ბოლოს გამოთქვამს თავის აზრს დასმულ პრობლემაზე. ჩვენ დროშიც სამეცნიერო ნაშრომები მოგვაგონებენ არისტოტელესეულ სტრუქტურას.
ძნელია სხვა მეცნიერის დასახელება, ვისმა შემოქმედებამაც ასეთი გავლენა მოახდინა მსოფლიო მეცნიერებასა და კულტურაზე, რომელმაც თითქმის ორი ათასი წლის განმავლობაში განსაზღვრა ბუნებისმეტყველების განვითარება ევროპაში და არაბულ სამყაროში.

Comments
Post a Comment