ქართველი მათემატიკოსები
ვეკუა ილია
ვეკუა ილია (1907-1977), ქართველი მათემატიკოსი და მექანიკოსი. ი. ვეკუას ძირითადი მეცნიერული შრომები განეკუთვნება ახალ მეცნიერულ მიმართულებას თანამედროვე მათემატიკურ ფიზიკაში. მისი შრომები კერძო წარმოებულიან დიფერენციალურ განტოლებათა დარგში ძირითადად შეეხება ელიფსური ტიპის განტოლებათა ფართო კლასის ანალიზური თეორიის შექმნას. დიდი წვლილი შეიტანა ერთგანზომილებიანი სინგულარული ინტეგრალური განტოლებათა თეორიაში; აღმოაჩინა და გამოიკვლია არაფრედჰოლმური ელიფსური სასაზღვრო ამოცანათა ახალი კლასი. მექანიკის დარგში წამოაყენა დრეკადი გარსების მათემატიკური თეორიის ახალი ვარიანტი. მან გადაწყვიტა ზედაპირთა მცირე ღუნვის რთული ამოცანები და მათთან მჭიდროდ დაკავშირებული გარსთა უმომენტო თეორიის ამოცანები. ი.ვეკუა ბევრი ცნობილი მონოგრაფიისა და სახელმძღვანელოს ავტორია. მისი ნაშრომები თარგმნილია ბევრ უცხო ენაზე.დაწესებულია ი.ვეკუას სახელობის პრემია მათემატიკისა და მექანიკის დარგში (1978).
მუსხელიშვილი ნიკოლოზი
მუსხელიშვილი ნიკოლოზ(1891-1976) ქართველი მათემატიკოსი და მექანიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, აკადემიის ერთ-ერთი დამფუძნებელი. მათემატიკისა და მექანიკის ქართული სამეცნიერო სკოლის ფუძემდებელი.
ნ.მუსხელიშვილს ფუნდამენტური გამოკვლევები აქვს დრეკადობის თეორიასა და ინტეგრალურ განტოლებებში, ფუნქციათა თეორიის სასაზღვრო ამოცანებში, მათემატიკურ ფიზიკაში; მექანიკაში აქტიურად იყენებს მათემატიკურ მეთოდებს. მან ერთ-ერთმა პირველმა დაიწყო კომპლექსურ ფუნქციათა თეორიის გამოყენება დრეკადობის თეორიის ამოცანებისათვის, შემოიღო მრავალი მეთოდი, რომლებსაც წარმატებით იყენებენ მათემატიკის სხვა დარგებშიც, თეორიულ ფიზიკასა და მექანიკაში.
ნ. მუსხელიშვილის შრომებში ამოხსნილია ბრტყელი დრეკადობის თეორიის ძირითადი ამოცანები სტატისტიკური შემთხვევისათვის. მან აღმოაჩინა არეთა ფართო კლასი, რომელთათვისაც ბრტყელი ამოცანა რედუცირდება ალგებრულ განტოლებათა სასრულ წრფივ სისტემაზე.
ნ.მუსხელიშვილი ა.რაზმაძესთან, გ.ნიკოლაძესა და ა.ხარაძესთან ერთად ეწეოდა აქტიურ საზოგადოებრივ და პედაგოგიურ მოღვაწეობას უმაღლესი ფიზიკა -მათემატიკურ და ტექნიკური განათლების ორგანიზაციისათვის.სწორედ მათი ინტენსიური მოღვაწეობის შედეგად საქართველოში შეიქმნა მძლავრი მათემატიკური სკოლა, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მათემატიკური მეცნიერების სხვადასხვა დარგის განვითარებაში.
დაწესებულია ნ.მუსხელიშვილის სახელობის პრემია მათემატიკის, მექანიკისა და ფიზიკის დარგში (1977).

Comments
Post a Comment