მოსწავლის გვერდი/სტატიები
ხშირად გამიგია მშობლებისაგან ისწავლე, რომ დიდი ადამიანი დადგე და დიდ წარმატებას მიაღწიოო. მე ხშირად ვფიქრობ იმაზე თუ რა მნიშვნელობა აქვს სწავლას ჩემ ცხოვრებაში, ყოველთვის ვხედავ სწავლის საჭიროებას დედაჩემის გამოხედვაში, როცა კომპიუტერის გამორთვას და წიგნის კითხვას მთხოვს. რას ნიშნავს ჩემთვის სწავლა? ხშირად მეკითხებიან ამ კითხვას. ამ კითხვაზე ჩემი პასუხი ესეთია: სწავლა ჩემი ცხოვრების შემადგენელი ნაწილია , რომლითაც ისეთ ცოდნას და განათლებას ვიღებ, რომელიც დამეხმარება ჩამოვყალიბდე მოაზროვნე პიროვნებად. ეს ჩემთვის მიზნების და ოცნებების შესრულების ერთადერთი საშუალებაა. ყველა ბავშვი ფიქრობს , რომ სწავლა უბრალო 12-წლიანი ტანჯვაა, მაგრამ როდესაც გავიზრდებით ყველა მივხვდებით, რომ სწავლა აუცილებელია ჩვენი მიზნებისათვის. დღევანდელი ქალაქელი ბავშვები,ჩემი აზრით, ვერც კი შეედრებიან სოფლის ბავშვებს განათლებაში. ქალაქელ ბავშვებს ბევრი გასართობი და სათამაშო აქვს და სწავლისათვის ვეღარ იცლიან, ხოლო სოფლის ბავშვებს არ აქვთ გასართობი და სათამაშო, ამიტომაც უფრო ბევრი დრო აქვთ სწავლისათვის. ამიტომაც არიან სოფლიდან ჩამოსული ბავშვები ქალაქელებზე განათლებულები. ესეთია ჩემი მოსაზრება სწავლაზე.
სსიპ. ალექსანდრე ცინცაძის სახელობის ქალაქ თბილისის 150-ე საჯარო სკოლის მე-7-ბ კლასის მოსწავლე: ლიზი წირღვავა.
სსიპ. ალექსანდრე ცინცაძის სახელობის ქალაქ თბილისის 150-ე საჯარო სკოლის მე-5-ბ კლასის მოსწავლე: ეკატერინე გახოკია
სსიპ. ალექსანდრე ცინცაძის სახელობის ქალაქ თბილისის 150-ე საჯარო სკოლის მე-7-ბ კლასის მოსწავლე: ლიზი წირღვავა.
როგორი მინდა რომ იყოს ჩემი პედაგოგები
1. მასწავლებლები ბავშვებს
,,დაგრუზულები“ არ უნდა ასწავლიდნენ.
2. როგორც მასწავლებლები
ხსნიან გაკვეთილს ბავშვებიც ისე იმახსოვრებენ.
3. მასწავლებლები არ
უნდა იყვნენ საშიშები მოსწავლეებისათვის.
4. მასწავლებლები ზიზღით
არ უნდა ასწავლიდნენ თავიანთ საგანს.
როგორი მინდა რომ იყოს ჩემი კლასელები
1.
მოსწავლეებს
უნდა გააჩნდეთ პატივისცემა მაწავლებლების მიმართ
არა მარტო იმიტომ, რომ არიან მასწავლებლები ,არამედ იმიტომ ,რომ არიან უფროსები.
2.
უნდა
სწავლობდნენ იმას რასაც ასწავლიან.
3.
არ
უნდა იყონ უზრდელები
4.
არ
უნდა წერდნენ მასწავლებლებზე ცუდ სიტყვებს რომლებსაც ზოგიერთები წერენ
5.
გაკვეთილზე
არ უნდა ილაპარაკონ
6.
გაკვეთილზე
არ უნდა იარონ.
7.
ერთმანეთს
გასაჭირშ არ უნდა დასცინონ.
Comments
Post a Comment